14 დეკემბერი 2019,   14:52
ვრცლად
გორის რაიონული სასამართლო მიხეილ დვალიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

გორის რაიონული სასამართლო მიხეილ დვალიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების შეფარდებაზე იმსჯელებს.

აღაიანში, მცირეწლოვანი ბავშვის დედის მიერ მკვლელობის გახმაურებულ საქმეში დაზარალებულად ცნობილ გარდაცვლილი ბავშვის მამას ბრალი დღეს წაუყენეს. მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარედგენა, რაც 16 წელს მიუღწეველი პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

როგორც დვალიშვილის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, სასამართლო პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იქნას გამოყენებული.


მხარეები პროცესის დაწყებას ამ წუთებში ელოდებიან.

დღის ამბები