03 მაისი 2024,   22:44
ვრცლად
სასამართლომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა

კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე, მიხეილ დვალიშვილი, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

გორის რაიონული სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

აღაიანში, მცირეწლოვანი ბავშვის დედის მიერ მკვლელობის გახმაურებულ საქმეში დაზარალებულად ცნობილ გარდაცვლილი ბავშვის მამას ბრალი დღეს წაუყენეს. მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარედგენა, რაც 16 წელს მიუღწეველი პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დღის ამბები