04 მაისი 2024,   06:11
ვრცლად
"ეს არის იმ წარმატებული რეფორმების დადასტურება, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს" - გახარია მხარდამჭერ აქტზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე  იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რომელიც მხარდამჭერ აქტში ხაზგასმით არის აღნიშნული.

"მინდა ვისაუბრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სტრატეგიულ პარტნიორთან. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტში არის ხაზგასმული. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ხაზგასმულია საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის აუცილებლობა და რასაკვირველია, ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც იყო გამოთქმული ამ აქტში შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ. ასევე  მნიშვნელოვანია ეკონომიკური კომპონენტი, სადაც ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრულად ახალ, ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ასევე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს იმ წარმატებული რეფორმების დადასტურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე.

დღის ამბები