04 მაისი 2024,   17:05
ვრცლად
მსოფლიო ბანკი - საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა

ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს.

წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, მომავალი წლის ანგარიშში კი საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. 

რეიტინგის შედგენა 10 ინდიკატორის მიხედვით ხდება. აქედან საქართველოს ხუთ ინდიკატორში ქულების მატება აქვს, დანარჩენ ხუთში ქულა უცვლელი დარჩა.

მსოფლიო ბანკის რეიტინგს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრი  გამოეხმაურა, ნათია თურნავას შეფასებით, ამ რეიტინგით საქართველომ ისტრიულ მაქსიმუმს მიაღწია.

დღის ამბები