04 მაისი 2024,   18:31
ვრცლად
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებას იუსტიციის მინისტრი უპრეცენდენტო შემთხვევას უწოდებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის შეიარაღებული ძალოვნების მიერ ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი უპრეცენდენტო შემთხვევად აფასებს.

თეა წულუკიანის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ირღვევა საქართველოს მოქალაქეების უფლებები, ახლა კი ამ დარღვევებს სადამკვირვებლო მისიის ინციდენტიც დაემატა.

"ეს არის სავალალო," - განაცხადა თეა წულუკიანმა და საოკუპაციო რეჟიმს მსგავსი ქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები