02 მაისი 2024,   15:19
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შეიარაღებული ძალები საბრძოლო რეჟიმზე გადაიყვანეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შეიარაღებული ძალების სამხედრო მართვის ორგანოები სასწავლო მიზნით საბრძოლო რეჟიმზე გადაიყვანეს. ბრძანება ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა გასცა. ამის შესახებ РЕС-ი იტყობინება.

"რეჟიმზე გადაყვანა განხორციელდა სხვადასხვა პირობებში და ტაქტიკურ სიტუაციებში ფუნქციური მოვალეობების შესრულებისას სამხედრო მმართველობის ორგანოების მზაობის შესამოწმებლად, საბრძოლო სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შესაქმნელად, დანაყოფების და სამსახურების ოფიცრები გადაყვანილი იქნენ სამხედრო პოლიგონზე,"- აღნიშულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები