26 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
"20 ივნისს ისტორია და მომავალი თაობა მისცემს შეფასებას, ისევე როგორც პროკურატურა და საერთაშორისო საზოგადოებაც" - გახარია

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, გიორგი ესიაშვილის ჩვენებას, რომელშიც სპეცრაზმელი ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სროლის აუცილებლობა არ იყო. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, სპეცრაზმელის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით ხდება, ხოლო 20 ივნისის მოვლენებს პროკურატურასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად,  ისტორია და მომავალი თაობაც მისცემს შეფასებას.

"შტურმის აუცილებლობა კი არ დავინახეთ, მე ამ ფაქტს თვალყურს ვადევნებდი ცოცხალ რეჟიმში და მილიონობით ჩვენი მოქალაქე ადევნებდა თვალყურს. ბატონი ესიაშვილის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატას, რომ პოლიტიკური მიზნით ვიღაცა იყენებს, ეს სამწუხაროა. 20 ივნისს ისტორია და მომავალი თაობა მისცემს შეფასებას, ისევე როგორც პროკურატურა და საერთაშორისო საზოგადოებაც,"- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, პრემიერი გიორგი გახარია 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს შს მინისტრის პოსტს იკავებდა და სწორედ მას მიიჩნევს ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი, აქციის დაშლის დროს განვითარებულ მოვლენებზე მთავარ პასუხისმგებელ პირად.

დღის ამბები