26 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
გამოძიების დაწყება ნიშნავს, რომ მაღალჩინოსნებმა გამოკითხვაზე უმძიმეს თემაზე უნდა ისაუბრონ - ზაალ უდუმაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუამაშვილი მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება.

უდუმაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი აღნიშნული განცხადებების შემდეგ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა.

"სრული დუმილია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე პროკურატურის მხრიდან. ეს გასაგებიცაა, რადგან ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პროკურატურამ რომც დაიწყოს გამოძიება ნიშნავს იმას, რომ გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე უმძიმეს თემაზე, რომელსაც პატრიარქის ჩამოცილების თემა ჰქვია. საერთოდ ხმა რომ არ ამოიღონ, ამას შეიძლება ისეთი ვერსიების გავრცელება მოჰყვეს, რომელიც მძიმედ მოუბრუნდება ხელისუფლებას,“ - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები