26 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
ელექტროსისტემის შესახებ აუდიტის დასკვნა - ლევან გოგიჩაიშვილი კახა კალაძის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს 

ლევან გოგიჩაიშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის შესახებ აუდიტის დასკვნის საფუძველზე კახა კალაძის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, 2014-2017 წლებში რეაბილიტაციის გეგმის ბიუჯეტი გაზრდილია 45 მილიონით, სადაც 21 მლნ დაუსაბუთებელია, რაზეც გოგიჩაიშვილი პასუხისმგებლობას მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრს აკისრებს.

"ეს არის პირდაპირი კორუფცია, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ფორმალურად ელექტრო სისტემა ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს, მაგრამ უშუალო დე-ფაქტო ხელმძღვანელობას ახორციელებს მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი. მე მაქვს ძალიან სერიოზული შეკითხვები ამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მინდა დღეს დავაყენო საკითხი ბიუროს სხდომაზე, რომ მოწვეულ იქნას ეკონომიკის და ფინანსთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა დავიწყოთ კვლევა“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

დღის ამბები