03 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის ერთთვიანი იზოლაციის მსხვერპლი - ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი გარდაიცვალა

ერთთვიანი იზოლაციის პირველი მსხვერპლი. ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა.

70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს.

ერთადერთი რეანომობილი კი რომელიც ოკუპირებულ ცხინვალშია ახალგორში დაგვიანებით ჩავიდა.

მარგო მარტიაშილი სოფელ იკოთიდან იყო. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ, რეგიონში უკვე მწვავედ იგრძნობა საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი.

დღის ამბები