26 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
კალიფორნიაში ხანძრის გამო მთავრობამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა

კალიფორნიის შტატში მასშტაბური ხანძარი უკონტროლოა. მთავრობამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს.

დაიწვა საცხოვრებელი სახლები და 200 ჰექტარზე მეტი ფართობი. ცეცხლი იმ ტერიტორიებზეც გავრცელდა სადაც ცნობილი ადამინების სახლებია. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს. შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის ამბები