26 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
მეუფე პეტრეს მორიგი დაუმორჩილებლობა - სასულიერო პირი შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს აცხადებს

მარტვილის რეზიდენციაში ჭყონდიდის ყოფილი და ახალი მიტროპოლიტების შეხვედრა დასრულდა - მეუფე გრიგოლ კაცია ჭყონდიდის მიტროპოლიტად ოფიციალურად გამწესდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, მეუფე პეტრე გადაბარების პროცესის დასრულებამდე ეპარქიაში დარჩება, შემდეგ კი მსახურებას მონასტერში განაგრძობს. 

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ოფიციალურად შიომღვიმის მონასტერში გამწესდა, თუმცა სასულიერო პირს, რომელმაც პატრიარქი მძიმე ცოდვებში დაადანაშაულა, მსახურება ამბროსი ხელაიას მონასტერში სურს. ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს. 

"შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები რამდენიმე მონაზონთან ერთად. დაველოდებით პასუხს, თუ არადა, მივიღებ გადაწყვეტილებას თუ სად ვიქნები მე. მე მარტივად დავთმე გუშინაც ეს მდგომარეობა, შეფასებაზე იგივე აზრზე ვრჩები,"- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმაც. კითხვაზე, რატომ იმყოფებოდა მეუფე გრიგოლ კაცია მარტვილის ეპარქიაში ზაფხულში, მეუფემ უპასუხა, რომ პატრიარქის კურთხევით ჩავიდა, რათა მეუფე პეტრეს შენდობა ეთხოვა პატრიარქისთვის და შერიგებოდა. კითხვაზე, სჯერა თუ არა მას მეუფე პეტრეს ბრალდებების, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ არ სჯერა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები