14 ნოემბერი 2019,   00:42
ვრცლად
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები სამეურნეო-ფეკალური წყლებით დააბინძურა

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი - თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური მასები ჩაღვარა.

გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანს, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, დამატებით 5 ათას ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. გემს ტერიტორიის დატოვების უფლებას მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ მისცემენ.

დღის ამბები