20 ნოემბერი 2019,   14:16
ვრცლად
თბილისში ბერლინის კედლის დაცემის 30 წლის იუბილე აღნიშნა

თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ ბერლინის კედლის დაცემის 30 წლის იუბილე აღნიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდა გერმანიის ელჩი, რომელმაც ევროპის მოედანზე მდებარე ბერლინის კედლის ფრაგმენტი გვირგვინით შეამკო.

"დღეს 9 ნოემბერია. ზუსტად 30 წლის წინ ბერლინის კედელი დაეცა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი დღე გერმანიის ისტორიაში და არა მარტო გერმანიის ისტორიაში. დღეს საღამოს ვმართავთ ამ დღესთან დაკავშირებულ მიღებას. ჩვენ ასევე მოვიგონებთ იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე დაკარგეს ბერლინის კედელთან, იმ საზღვართან ბრძოლაში, რომელიც გადებული იყო გერმანიის შუაში,"- აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში

დღის ამბები