26 აპრილი 2024,   21:33
ვრცლად
ბანგლადეშსა და ინდოეთში ციკლონ "ბულბულს" 20 ადამიანი ემსხვერპლა

20 ადამიანი დაიღუპა ბანგლადეშსა და ინდოეთში ციკლონ - "ბულბულის" შედეგად. დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

სტიქიის გამო 2 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ციკლონს თან ძლიერი წვიმა მოჰყვა.

ციკლონის შედეგად 4 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა. დაიხურა აეროპორტები და პორტები, სტიქიის გამო სატრანსპორტო გადაადგილება გართულებულია.

დღის ამბები