26 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილს მისი პროტესტის მიუხედავად კვლავ სახაზინო ადვოკატი დაიცავს 

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესია დანიშნული დილის ათ საათზე დღეს საქალაქო სასამართლოში. თავდაცვის ყოფილი მინისტრის პროტესტის მიუხედავად, მას კვლავ სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

ოქრუაშვილის ამ დამოკიდებულების გამო ადვოკატმა წინა სხდომაზე თვითაცილების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე თვლის, რომ ოქრუაშვილი საქმის გაჭიანურებას ცდილობს.

ყოფილი მინისტრის ახლობლები და მხარდამჭერები კი ოქრუაშვილის დაკავების პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობენ.

ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, მონაწილეობასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ.

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" გენერალური მდივნის კოტე კემულარიას განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური სასჯელი იყო და საჭიროა კარგი ადვოკატი, რომ მას რეალური დაცვის საშუალება ჰქონდეს.

დღის ამბები