26 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" საკუთარი გუნდის დარწმუნებას - ორადგაყოფილი უმრავლესობა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებს

შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" საკუთარი გუნდის დარწმუნებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ? - საგანგებოდ ამ საკითხის განსახილველად, დაახლოებით 2 საათში, უმრავლესობის წარმომადგენლები პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან. პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

"ქართული ოცნებაში" აცხადებენ რომ ისინი საკითხის განხილვას გააგრძელებენ და ყველა კითხვას სათანადო პასუხს გასცემენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის წინ ვითარება შეიცვალა და მმართველი გუნდის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც კანონპრეოქტის ინიციატორ 93-ტ დეპუტატს შორის არიან, საარჩევნო სიტემის ცვლილებაზე კატეგორიული უარი განაცხადებს. მათ შორისაა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, რომელმაც გუშინ, მოსალოდნელ ზეწოლაზეც ისაუბრა და ასეთ შემთხვევაში, უმრავლესობისა და მანდატის დატოვებაც დააანონსა.  

ამ დროისთვის არსებული ინფომრაციით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაახლოებით 20 კანონმდებელი არ ემხრობა. შეიცვლება თუ არა ეს რიცხვი - მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმრავლესობის დეპუტატები კი ამბობენ, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ექნება. როგორც მამუკა მდინარაძემ "კურიერთან" განმარტა, განსხვავებული აზრის მქონე კოლეგების დარწმუნებას, კანონპროექტს მხარი კვლავ დაუჭირონ, დემოკრატიული პრინციპების დაცვით შეეცდებიან.

უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორია.

დეპუტატ გია ვოლსკის თქმით, პარტიის თავმჯდომარესთან საკითხზე კომუნიკაცია უკვე შედგა. 

დღის ამბები