26 აპრილი 2024,   19:51
ვრცლად
პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კომენტარი გააკეთა
პარლამენტში მიმდინარე პროცესებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. კარლ ჰარცელის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის.

"ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსესუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა.

აშკარა რისკია, ამ ეტაპზე ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართე ჯგუფებს შორის და ასევე გაზრდის პოლარიზაციას 2020 არჩევნების წინ," - განაცხადა კარლ ჰერცელმა

დღის ამბები