26 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს" დამფუძნებელმა კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს კიდევ 12 ახალი წევრი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში წარადგინა, სადაც პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მოძრაობის ახალი წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან “ლელოს" პროექტების განვითარებაში. 

”მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რაც არსებობს შიდა ფლანგზე, ეს არის დემოკრატიული, ღია, საჯარო პროცესი, სადაც არსებობს კომპრომისები და იმისთვის, რომ დასრულდეს რაღაც ეს დაუსრულებელი ჭაობი, ორპარტიული სისტემა, აუცილებელია, რომ გაჩნდეს ალტერნატივა ქართული საზოგადოებისთვის და მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია და მივალთ გამარჯვებამდე,“ - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე. 

დღის ამბები