03 მაისი 2024,   22:15
ვრცლად
"იმედს გამოვთქვამ, რომ დაკავებული ქართველი ექიმი საყვარელ ადამიანებს დროულად დაუბრუნდება" - ტომას გრემინგერი

ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველი ექიმის საქმეს ეხმაურება ეუთოს გენერალური მდივანი. ტომას გრემინგერი იმედს გამოთქვამს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება დროულად მოხდება. 

"იმედს გამოვთქვამ, რომ დაკავებული ქართველი ექიმი საყვარელ ადამიანებს დროულად დაუბრუნდება. დაკავების ყველა საქმისადმი ჰუმანიტარული მიდგომა უაღრესად მნიშვნელოვანია,"- წერს ტომას გრემინგერი twitter-ზე.

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მე-11 დღეა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალს უმძიმებს და მას აგვისტოს ომში მონაწილეობას აბრალებს. თუმცა დადასტურებულია, რომ 2008 წლის ომის დროს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაჭრილებს თბილისში 24-საათიან რეჟიმში მკურნალობდა, მათ შორის იყვნენ ტყვედ ჩავარდნილი რუსი მფრინავებიც.

დღის ამბები