04 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმი - ცხინვალიდან დაბრუნებული დიპლომატები დავით ზალკალიანის შეხვდნენ 

ცხინვალიდან დაბრუნებული ჟენევის თანათავმჯდომარეები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. დიპლომატებთან შეხვედრა თბილისში გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან საუბრის მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება, საოკუპაციო ხაზზე გამწვავებული სიტუაცია და რეგიონში იზოლირების შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება იყო.

ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პრობლემა დროულად განიმუხტოს.  

“დეტალურად განვიხილეთ ქართველი ექიმის მდგომარეობა და მისი გათავისუფლების ყველა შესაძლო ვარიანტი. ჩემი მხრიდან, კიდევ ერთხელ კატეგორიულად იქნა აღნიშნული მსგავსი უკანონო ქმედების მიუღებლობა. ასევე, ვისაუბრეთ ყველა შესაძლო განვითარების ვარიანტზე და ასევე, იმ სამოქმედო გეგმაზე, რაც დაკავშირებულია უკვე არსებული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების კუთხით“ - აცხადებს დავით ზალკალიანი.

განცხადება გააკეთა კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარიმ.

“ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე დიალოგს, რაც თავის მხრივ, აახლოებს ქვეყანას ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევასთან“ - ამბობს ტოივო კლაარი.

დღის ამბები