26 აპრილი 2024,   21:03
ვრცლად
ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერიოზული საფრთხის წინაშეა - კახა იმნაძის გამოსვლა გაეროს უშიშროებისსაბჭოში  

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან ერთად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის მომსახურების პროგრამის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. 

იმნაძემ უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა ცხინვალში სერიოზული საფრთხის წინაშეა. 

კახა იმნაძემ სიტყვით გამოსვლის დროს განახადა, რომ გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ ახალი ტალღა და უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია ახალგორის გამშვები პუნქტი, რაც მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. ამ გადაწყვეტილების გამო 70 წლის ქალი დაიღუპა, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა მის ახლობლებს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის უფლება არ მისცა. 

"ჯანდაცვის უფასო მომსახურება უმთავრესი მიმართულებაა საქართველოს მთავრობის მშვიდობისა და ჩართვის პოლიტიკაში, რის მეშვეობითაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს ხელი მიუწვდებათ სხვადასხვა პროგრამაზე. თუმცა, აღნიშნული პროგრამა ცხინვალში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

რამდენიმე კვირის წინ საქართველომ უშიშროების საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ე. წ. ბორდერიზაციის ახალი ტალღისა და ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ. ამან კიდევ ერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია, როდესაც 70 წლის მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა მას პუნქტის გადაკვეთისა და საავადმყოფოში მისვლის შესაძლებლობა არ მისცა. სულ ახლახანს, 9 ნოემბერს თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისას, მას შეეფარდა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებელ უნდა გათავისუფლდეს და მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცე და პრინციპული პოზიცია დაიკავოს ამ საკითხზე" - აცხადებს კახა იმნაძე.

დღის ამბები