26 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
პროპორციული სისტემა 10-დან 15-მდე პარტიას პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას მისცემდა - ზვიად ძიძიგური

პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით მხარეებზე საუბრობს. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში საქმიანობის შესაძლებლობას 10-ზე მეტ პარტიას მისცემდა, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურას გაზრდიდა. ძიძიგურის თქმით, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა მისთვის მისაღები არ არის და მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უჭერს მხარს. 

"პროპორციული სისტემა დაახლოებით 10-დან 15-მდე პარტიას შესაძლებლობას მისცემდა, პარლამენტში შესულიყვნენ და თავისი პარტიული საქმიანობა განევითარებინათ, მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ და ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასაც ზრდის. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, როგორ შეიძლება მე ვიყო მაჟორიტარული სისტემის მომხრე. კარგი გამოსავალი იყო პროპორციული არჩევნები, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა,“ - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა. 

შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძე სრულად მაჟორიტარულ არჩევნებზე საუბრობს და თანამოაზრეებთან ერთად კანონპროექტს ბიუროზე უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებს. ხუნდაძის თქმით, ამ თემაზე დაიწყება კონსულტაციები დეპუტატებთან და მოსახლეობასთან, სადაც ის 200 000 ხელმოწერის შეგროვებასაც გეგმავს.

დღის ამბები