04 მაისი 2024,   15:21
ვრცლად
სტამბოლში ფემიციდის წინააღმდეგ გამართული ქალთა საპროტესტო შეკრება პოლიციამ დაშალა

აქციები მიმდინარეობს სტამბოლში, სადაც ფემიციდის წინააღმდეგ გამართული ქალთა საპროტესტო შეკრება პოლიციამ დაშალა.

სამართალდამცავებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ქალთა მიმართ ძალადობა სტამბოლში 2 ათასმა დემონსტრანტმა გააპროტესტა.

უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით გასულ წელს თურქეთში 440 ქალი მოკლეს.

აქციის მონაწილეები მოძალადეების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას და ქალთა უფლებების გაფართოებას ითხოვდნენ.

დღის ამბები