01 მაისი 2024,   03:14
ვრცლად
ივანიშვილი უკვე დამარცხებულია... ძალა არა "რობოკოპებში", არამედ ქართველ ხალხშია - გია ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ბრძოლა გაგრძელდება.

"ჩვენი ბრძოლა, როგორც აქამდე იყო, იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. მაგრამ ჩვენი ამოცანები მიღწეულია. ჩვენ ის გვინდა, რომ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს ივანიშვილის ჭეშმარიტი სახე. მაგრამ ივანიშვილი უკვე დამარცხებულია. ამიტომ ამ დამარცხებას მალე გაიფორმებს ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ ძალა "რობოკოპებში" არ არის, ძალა არის სიმართლეში და სიმართლე არის ქართველ ხალხში, შესაბამისად ქართველი ხალხი ამ დაპირისპირებაში აუცილებლად გამარჯვებული გამოვა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები