56 ადამიანი ემსხვერპლა მეწყერს კენიაში. სტიქიის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა. ადიდებულმა მდინარეებმა დასავლეთ პოკოტის ოლქში 4 ხიდი წაიღო და გზები დააზიანა.
კენიაში ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს. სამაშველო ოპერაციაში წითელი ჯვარიცაა ჩართული.