26 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია, გუნდში საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი არაა - თეა წულუკიანი

ვიცეპრემიერ თეა წულუკიანის თქმით, გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია ხოლო კონსტიტუციის ცვლილების შიდა რესურსი მმართველ გუნდს არ აქვს, შესაბამისად შეუძლებელია უახლოეს მომავალში რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდეს. ამის შესახებ განცხადება წულუკიანმა დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით შედგა:

"ჩვენ ურყევ პოზიციად დარჩა ის, ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში და ქართული ოცნება მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ურყევი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი არის ძალაში და გერმანული მოდელი არის ანტიკონსტიტუციური, თუ იქნება სხვა შემოთავაზებები, რომელზეც მინიშნებები გაკეთდა უცხოელი კოლეგებისგან. თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში რომელიც დღეს არის მოქმედი, რა თქმა უნდა ქართული ოცნება არ დაიზარებს, ოპოზიციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებდა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციური ვერ მოიტანა. კითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ვაქციოთ გერმანული მოდელი კონსტიტუციურად ამაზე ჩვენი პასუხი არის არა, იმიტომ რომ გუნდის შიგნით რესურს ვერ ვხედავთ , რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ კონსტიტუციის ცვლილება. დიალოგი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ქვეყანას ვცემთ პატივს თუ მომავალი შეხვედრა ჩაინიშნება ამ შეხვედრაზე აუცილებლად ვიქნებით," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეხება უცხოელი დიპლომატების პოზიციას, წულუკიანის თქმით, ისინი შუამავლები იყვნენ და არა მხარეები:

"უცხოელი კოლეგები იყვნენ ფასილიტატორები და არა მხარეები," - აღნიშნა წულუკიანმა

დღის ამბები