26 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
თვითონ ოპოზიციაც არ არის ყველა საკითხზე შეთანხმებული - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი გერმანული მოდელის განხორციელება შეუძლებელია. ამის შესახებ განცხადება არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით შედგა. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი შეხვედრა ისევ შედგეს:

"იმ ფორმით და იმ ინიციატივით, როგორც ეს ჰქონდა წარმოდგენილი ოპოზიციას და დღესაც ეს განვიხილეთ, შეუძლებელია მისი განხორციელება. სანამ დამთავრდებოდა ეს შეხვედრა სხვა საკითხებზეც იყო დისკუსია და ამ საკითხების განხილვამ ასევე გვაჩვენა, რომ თვითონ ოპოზიციაც არ არის ყველა საკითხზე შეთანხმებული, შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ შედგეს ასეთი კონსულტაციები. ჩვენ როგორც დღეს ასევე მომავალშიც მზად ვართ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აუდიენცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე რომელიც დახურულ კარს მიღმა, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა უშედეგოდ დასრულდა.

დღის ამბები