29 იანვარი 2020,   23:53
ვრცლად
ჩვენ რეაგირებას ვახდენთ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის განთავსებაზე - იენს სტოლტენბერგი

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, თავდაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზეზი რუსეთის დესტრუქციული ქმედებები გახდა, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ლონდონში გამართული სამიტის ბოლოს ისაუბრა.

"მივიჩნევთ, რომ NATO-ს უნდა ჰქონდეს ძლიერი თავდაცვითი სისტემა. ჩვენ რეაგირებას ვახდენთ რუსეთის მხრიდან შორი და ახლო სიშორის ბირთვული იარაღის განთავსებაზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ბალტიისპირეთისა და პოლონეთის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი 29 ქვეყნის ერთობლივ რეზოლუციაში რუსეთი გლობალურ ტერორიზმთან ერთად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს დასახელდა. ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ალიანსი მზადყოფნას აცხადებს წინ აღუდგეს საფრთხეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

დღის ამბები