26 აპრილი 2024,   21:03
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრში ავტომანქანა დაიწვა

ზუგდიდში "ჟიგულის" მარკის ავტომანქნა დაიწვა. "07"-ს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. 

შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვიც, თუმცა არცერთი მათგანი არ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანის აალება, ელექტროსისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. .

დღის ამბები