04 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
თბილისში ახალგაზდა ქალი დაიკარგა - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

თბილისში ახალგაზდა ქალი დაიკარგა - 24 წლის ჟანა ჭაფანძის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალის კვალი დღეს დილით, 6 საათზე დაიკარგა, რის შემდეგაც ჟანა ჭაფანძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ახლობლები აღარ ფლობენ.

მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები დილის 6 საათზე კლუბიდან ერთად გამოვიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟანა ჭაფანძე მას დაემშვიდობა, მისი კვალი ქრება.

როგორც "კურიერს" დაკარგული ქალის ახლობლებმა განუცხადეს, ჟანა ჭაფანძემ ოჯახის წევრებს და ახლობლებს facebook-ზე გამოსამშვიდობებელი წერილიც მისწერა.  

ოჯახის წევრებს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ჟანას ისეთი პრობლემები არ ჰქონია, რაც სუიციდის მოტივი შეიძლება გამხდარიყო. 

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ მოგვწეროთ "რუსთავი 2"-ის ფეისბუქ გვერდზე ან დარეკოთ ნომერზე 593394816

დღის ამბები