26 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
მერიამ საახალწლო ვიდეოკლიპის მომსახურება უტენდეროდ შეიძინა - "ფლანგვის დეტექტორი"

საახალწლო ვიდეოკლიპში ბიუჯეტიდან გადახდილი 125 ათასი ლარი - თემით არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" დაინტერესდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, ბოლო სამ წელიწადში მერიის ხარჯები, რომელიც კონკრეტულად ახალი წლის სატელევიზიო მილოცვას ეხება, 400 ათას ლარს აღწევს.

"საახალწლო კლიპის ჩასაწერად თბილისის მერია გადაიხდის 125 ათას ლარს, ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა თბილისის მერიის საზოგადოებრივი სამსახურის წარმომადგენელმა. უკვე სამი წელია, თბილისის მერია კლიპის გადაღების მომსახურებას ყიდულობს უტენდეროდ. წელს დახარჯული ფულით შეგვეძლო,  6500 სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის საახალწლო კალათა შეგვეძინა," - გადაცხადა "ფლანგვის დეტექტორის" უფროსმა მკვლევარმა ანა აბაშიძემ.

თბილისის მერიაში კი განმარტავენ, რომ შემოთავაზებული ვარიანტებიდან ეს ყველაზე "იაფი" მომსახურება იყო. ფლანგვის დეტექტორი ამტიცებს, რომ საახალწლო ვიდეოს გადაღებისა და დამზადების მომსახურება მერიამ წინა წლების მსგავსად უტენდეროდ შეიძინა.

 

დღის ამბები