26 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები"- ამ თემებზე სესია დღეს გაიხსნა

უკვე მეორე დღეა  თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს. "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები"- ამ თემებზე სესია დღეს გაიხნსა.

უსაფრთხოება, აღმოსავლეთ პარტნიორობა, გეოპოლიტიკური გამოწვევები და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასვა საკითხები- ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც დღესვე იგეგმება რამდენიმე რეზოლუციის მიღება. 

ევრონესტის საპარლამენტო ფრომატში, ევროპარლამენტებს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრესიული მეთოდებით განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს შეახსენეს, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპრებულ ტერირიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და პარტნიორებს დახმარება სთხოვეს.

"პარტიორების ინიციატივამ მოახდინა ჩვენსა და ევროპას შორის დისტანციის შემცირება. არის ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი, გვაქვს საერთო პრობლემები, რომელიც არის შედეგი რუსეთის ფედერაციის აგრესიისა. რუსეთი ცდილობს შეარყიოს საქართველოს მიღწევები, რუსეთის ბოლო მსხვერპლი გახლავთ ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ უკანონო პატიმარია,"- განაცხადა ევრონესტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ.

ევრონესტის ფორმატი რომ მნიშვნელოვანია, განმატრებები გააკეთეს, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის დეპუტატებმა. 

"საქართველოში ამ ეტაპზე განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ალბათ, იმიტომ რომ ევროპარლამენტარებს აქვთ საშუალება ჩაერთონ პროცესში, როდესაც ასეთი დაძაბულობაა საზოგადოებაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და სწორედ აქ მიუთითონ იმ მნიშვნელოვა საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ან ხელს შეუშლის საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროპასთან,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, გიგი წერეთელი.

"ევრონესტი არის ევროპასთან დაახლოების როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური დაახლოების მნიშვნელოვანი მექანიზმი და კარგია, რომ მისი ფორუმი იმართება საქართველში. ევროპარლამენტარები უკეთ გაეცნობიან აქ მიმდინარე პროცესებს, გააკეთეს უმწვავესი განცხადებები. ფაქტობრივად აღიარეს, რომ საქართველოში არიან პლიტპატიმრები და ეს შეფასებები საბოლოოდ გავლენას მოახდენს "ქართული ოცნების" ხელისუფლების იმიჯზე და დასავლეთის დამოკიდებულებაზე მათთან,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ.

"შენიშვნები, რომელიც გაკეთდა კომიტეტის ფარგლებში, დღეს უკვე მისი საბოლოო ფორმით, დღეს უკვე დამტკიცდება პლენარულ სხდომაზე და ჩვენ მივიღებთ იმ რეზოლუციებს, რომელიც ასახული იქნება ეს ყველაფერი. ასევე მოხდა შეჯერება იმ თემებზე, რომელზეც სამომავლოდ უნდა კონცეტრირდეს სამუშაო ჯგუფები, მაგალითად ეკონომიკაში გამოიყო კონცენტრირება ახალგაზრდობის განათლებისა და ეკონომიკას შორის არსებულ შესაბამისობაზე და ასევე ენერგეტიკაში გაკეთდა აქცენტი იმასთან დაკავშირებით რომ, განახლებადი ენერგიები და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, დივირსიფიცირება არის გამოწვევა, რომელზეც მომავალში უნდა იმსჯელოს ცალკე კომიტეტმა,"- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ.

ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეა თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს, ფორუმი ხვალ, ევრონესტის საპარლამენტო ვიცე-პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგით დაიხურება. 

დღის ამბები