26 აპრილი 2024,   13:52
ვრცლად
გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, რომ პირობა, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა, შესრულდეს - ევროპარლამენტარი

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მიმდინარე სიტუაციის გამო შეშფოთებულები ვართ, რაც საარჩევნო რეფორმის ჩაგდებამ გამოიწვია" - განაცხადა ევროპელმა დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.

როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, მმართველმა ძალამ და ოპოზიციამ შეთანხმებას უნდა მოაღწიონ და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოძებნონ.

"ვფიქრობ, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის ყოველთვის მოწინავე ქვეყანა იყო და ამიტომ გვსურს, ეს პროგრესი შევინარჩუნოთ. გვსურს, საქართველო იყოს ლიდერი სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლაში, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დაცვაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მიმდინარე სიტუაციის გამო შეშფოთებულები ვართ, რაც საარჩევნო რეფორმის ჩაგდებამ გამოიწვია. გვინდა მომავალი წლის არჩევნებისთვის გამოსავალი მოვძებნოთ, რომ პირობა, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა, შესრულდეს. ვფიქრობ, უკეთესია საქართველოში ხალხი ერთიანი იყოს და არ შეიქმნას პოლარიზებული გარემო. ეს ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა პოლიტიკური კრიზისი უნდა გადალახონ,“ - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

ევროპარლამენტარი რასა იუკნიავიჩიენე აცხადებს, რომ საქართველომ თანამშრომლობის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომელიც ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს. 

"მჯერა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაახლოებით 15 წელიწადში, შეიძლება უფრო ადრეც, ევროპარლამენტის წევრები იქნებიან. მე ვხედავ, რომ საქართველომ უკვე ბევრი რამ გააკეთა. თქვენ რეგიონში ლიდერი სახელმწიფო ხართ. თუმცა, ვერ დავმალავ, რომ ევროკავშირში ძალიან დიდი შეშფოთებაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს აკისრია. ცხადია, ოპოზიციასაც თავისი წვლილი პასუხისმგებლობა აქვს.

მთავარია, მთავრობამ დემოკრატიის დასუსტებასთან დაკავშირებით ევროკავშირს შეშფოთება გაუქროს. დემოკრატია არის დიალოგი და კონსენსუსი. ოპოზიცია მმართველი პარტიისთვის მტერი არ არის. ოპოზიცია დემოკრატიული პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. დიალოგი შედეგის გარეშე არაფერია,“ - აცხადებს რასა იუკნიავიჩიენე.

 

 

დღის ამბები