26 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე - კუბილიუსი

მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა - ამის შესახებ განცხადება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა.

კუბილიუსმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ დაპირება მიიღო, რაც მმართველი პარტიისთვის ნდობის აღდგენის საფუძველი შეიძლება გახდეს.

"მქონდა შეხვედრა როგორც ოპოზიციასთან, ისე მმართველი გუნდის ხელმძღვანელობასთან, სადაც მმართველი გუნდისგან მოვისმინე მნიშვნელოვანი დაპირება, რომ დიალოგი გაგრძელდება, ხოლო დიალოგის შედეგად მიღწეული იქნება რეალური შედეგები. მივიღე დაპირება, რომ საარჩევნო სისტემა იქნება უფრო პროპორციული, რის შედეგადაც არჩევნების შედეგი უფრო ბალანსირებული იქნება.  სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ნდობა მმართველი პარტიის მიმართ, რომელიც პარტიამ დაკარგა დაპირების შეუსრულებლობის გამო, აღდგება. ეს ნდობა დაიკარგა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამიტომ, აუცილებელია, რომ ნდობა აღდგეს,"- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი სესია დღეს დასრულდა. დღის წესრიგში ასოცირების შესახებ ხელშეკრეულებით ნაკისრი და შესრულებული ვალდებულებები იყო. განიხილეს, ასევე, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა.

დღის ამბები