26 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
სასამართლოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რაოდენობის მოსამართლეების დანიშვნა - ფოფხაძე ომბუდსმენის განცხადებას ეთანხმება

სახალხო დამცველის მოწოდებას, რომ პარლამენტმა მხოლოდ  უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის  აუცილებელი მოსამართლეების რაოდენობა დანიშნოს, დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ეთანხმება და აცხადებს, რომ პარლამენტმა მოსამართლეების მინიმალურ რაოდენობას უნდა დაუჭიროს მხარი და შანსი მომავალ პარლამენტს უნდა მისცეს:

"სახალხო დამცველის პოზიცია ლოგიკას მოკლებული არ არის, თუ პარლამენტი იმას მაინც შეძლებს, რომ მინიმალურ რაოდენობას დაუჭერს მხარს, 3 ან 4-ს და ამის იქით აღარ წავა და შანსს მისცემს თუნდაც მომავალ პარლამენტს, რომ კარგსა და უკეთეს შორის აირჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, ომბუდსმენმა დღეს პარლამენტს მიმართა და მოუწოდა, რომ მოსამართლეების მხოლოდ ის რაოდენობა დანიშნოს, "რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის". ნინო ლომჯარიას შეფასებით მოსამართლეების შერჩევისას ბევრი პრობლემა გამოვლინდა, რაც არსებითი გავლენა ახდენს პროცესის სამართლიანად წარმართვაზე.

დღის ამბები