26 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია - უდუმაშვილი

საპარლამენტო სესიები და კომიტეტის სხდომები ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში მიმდინარეობს.

ოპოზიცია ქუჩიდან გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მათი განმარტებით, აპირებენ, მშვიდობიანი პროტესტით აიძულონ ხელისუფლება, დათმობაზე წავიდეს.

"მმართველი გუნდი აშკარად გაუგებრობაშია, თუმცა რამდენად ადეკვატური იქნება მათი პასუხი გამოჩნდება ამ დღეებში, როდესაც ისინი მოვლენ დიალოგის მესამე რაუნდზე. გასაგებია, რომ ივანიშვილს შეკრებილი ჰყავს მთელი გუნდი, ვინც ერკვევა არჩევნებში და მიდის მათემატიკური გათვლები, რა უფრო აწყობთ მათ. ჯერჯერობით, ფორმულა ვერ გამონახეს, რომელიც მათ აწყობთ. ვერც გამონახავენ, როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციურია, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო არ აწყობს.

"თვითონაც კარგად იციან, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციურია. ქართული ოცნების სტილია, გასვაროს და გასვრილი დატოვოს ყველა. ივანიშვილი გასვრილი ადამიანებით მართავს ქვეყანას," - განაცხადა უგულავამ.

დღის ამბები