26 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
უკიდურესად სამარცხვინო და დამაზიანებელი - საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც კრიტიკის საგანი ხდება 

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი განცხადება, რომელიც კრიტიკის საგანი ხდება. ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი - ასე აფასებს ოპოზიცია ჯართან და იარაღთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლები სამარცხვინოა. 

"ამ ქალბატონს ვერ გაურკვევია დღეს ვინ არის, პრეზიდენტია, მთავარსარდალია თუ უბრალოდ ანტიკვარული ნივთების კოლექციონერია, რომელიც ზის რეზიდენციაში. ამიტომ, ამ ქალის ნებისმიერი განცხადება არის უკიდურესად დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ერთი წელია ვუყურებთ, რომ საგარეო თუ საშინაო ფრონტზე, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, არის მორიგი სკანდალის მიზეზი და არც ეს განცხადება არ არის გამონაკლისი,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი. 

"ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სიტყვები, რომელიც შეეძლო ეთქვა საქართველოს პრეზიდენტს. ეს არის ჯარი, რომელმაც დაიცვა საქართველო. სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია სწორედ იმისთვის, რომ ეთქვა 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი და სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ჯარი," - აცხადებს სერგო რატიანი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებენ უმრავლესობაში. 

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება" - ეს ფრაზა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყნის მთავარსარდალმა, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გუშინ წარმოთქვა.

 

 

 

 

დღის ამბები