26 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
შეშის გამო დაკავებულების საქმე - "ევროპული საქართველოს" 2 წევრის სასამართლო 16 იანვრამდე გადაიდო

"ევროპული საქართველოს" ორი წევრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 16  იანვრამდე გადაიდო. საქმე ეხება 25 ნოემბერს სამართალდამცველების მიერ სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ბესო შავაძისა და პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსის კობა ზაქარეიშვილის დაკავების ფაქტს.

ორივე მათგანს აქციის მონაწილეების გასათბობად გამზადებული შეშა და აქციისთვის საჭირო ატრიბუტები გადაჰქონდათ. გამოძიება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, მას აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არ დააკისრებს.

"ნამდვილად არ არსებობს ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება. იმედი მაქვს მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაათავისუფლოს ისინი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან," - განაცხადა ადვოკატმა დავით ბარბაქაძემ.

დღის ამბები