19 იანვარი 2020,   13:55
ვრცლად
კახა კოჟორიძის ინფორმაციით, პარლამენტთან "ლელოს" 3 წევრი დააკავეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

სამოქალაქო მოძრაობის "ლელოს" წევრის კახა კოჟორიძის ინფორმაციით, ჭიჭინაძის ქუჩაზე ლელოს სამი წევრი დააკავეს.

გარდა ამისა, კოჟორიძის განცხადებით, დაძაბულობა გამოიწვია მისი და  "ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილისა მოთხოვნამ, შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში.

"ჩემი ინფორმაციით დაკავებულები არიან "ლელოს" წევრები ირაკლი კუპრაძე, გიორგი ბუნტური და ირაკლი ჯუღელიც. ჩვენ აქ რვა საათიდან ვართ. ვერცერთი სამართალდამცველი ვერ იტყვის, რომ კანონი დავარღვიეთ. ერთადერთი ვითხოვთ, რომ რამდენიმე ადამიანი შეგვიშვან პარლამენტში. ჩვენზე საშვია დაშვებული," - აღნიშნა კოჟორიძემ.

 

დღის ამბები