26 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაასხა, უსაფრთხოების მიზნით სხდომა შეწყდა

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების მიზნიდან გამომდიანრე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში უცნობი ნივთიერება დაახსეს.

"ორი ოპოზიციის დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, რაღაც ნივთიერება შემოიტანა და დაასხა. ხვდებით მიზანი რა არის, აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ამას. ალბათ სასურველია, რომ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შესვენება გამოაცხადა

დღის ამბები