26 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
ალბათ, "ოცნების" ერთ-ერთ ქალბატონს ზედმეტი სუნამო ესხა - გოცირიძე პარლამენტში უსიამოვნო სუნზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მისი ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმშია, შესაბამისად პარლამენტში დამდგარ სუნთან კავშირი არ აქვთ.

გოცირიძის ვერსიით, "ქართულმა ოცნებამ" ან თავად მოაწყო ეს პროვოკაცია ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, ან "ოცნების" ერთ-ერთ წევრ ქალბატონს ზედმეტად ბევრი სუნამო ესხა. 

"ქართულ ოცნებას" ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება დაწყებული პროპორციული არჩევნების ჩაგდებით, დამთავრებული ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტითა და მოსამართლეების არჩევით, უმძიმეს პოლიტიკურ ფასად უჯდება.

ახლა ისე არიან შეშინებულები, რომ გამოაცხადეს შესვენება. იცით, რომ ჩვენ არ შევდივართ სხდომათა დარბაზში, გამოცხადებული გვაქვს ბოიკოტი და თურმე "ნაციონალურმა მოძრაობამ", რაღაც შხამი დაასხა დარბაზშიო და შეშინებულები და დაფეთებულები გამოვიდნენ.

პირველი ვერსია არის ის, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ქალბატონს, არ დავასახელებ სახელს და გვარს, ზედმეტი სუნამო მოუვიდა და სუნამოს სუნი ტრიალებს. არ შევალ, მაგრამ ცხვირს შევყოფ ერთი, რა სუნამოა. მეორე - თავად მათ გააკეთეს პროვოცირება, როგორც გერმანელმა ფაშისტებმა დაწვეს რაიხსტაგი, მერე ეს დაწვა გადააბრალეს სოციალისტებს და დაიწყეს რეპრესიები, არაა გამორიცხული, რომ ეს თავად გააკეთეს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები