26 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
"ილინოისმა," რომლის ღირსებას გიორგი ბეჟანიშვილი იცავს მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში “ილინოისმა”, რომლის ღირსებას გიორგი ბეჟანიშვილი იცავს მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

ილინოისი სტუდენტური ლიგის მიმდინარე რეიტინგის საუკეთესო 5-ეულის წარმომადგენელს “მიჩიგანს” დაუპირისპირდა და 71:62 დაამარცხა

ილინოისის შემადგენლობაში იყო გიორგი ბეჟანიშვილი, ქართველმა კალათბურთელმა 35 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მეორე ტაიმის მნიშვნელოვან მომენტებში გიორგიმ ბრწყინვალედ ითამაშა, ჯერ მეტოქეს დაუფარა, შემდეგ ცალი ხელით ეფექტური შესვლის მერე ჩატენა და ბოლოს მნიშვნელოვანი მოხსნა მოიპოვა მეტოქის ფარზე.

დღის ამბები