26 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
ოპოზიცია ერეკლე კუხიანიძისთვის საკრებულოს დეპუტატის მანდატის შეჩერებას მოითხოვს

"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანის განცხადებებზე ოპოზიცია მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ისინი მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეუჩერდეს კუხიანიძეს საკრებულოს მანდატი და გაირიცხოს პარტიიდან.

"სანამ "ქართული ოცნება" ღიად და მკაფიოდ არ გაემიჯნება ამ პოსტებს, სანამ ეს ადამიანი თანმადებობაზეა, მანამდე ეს არ არის ერთი ზნეობრივად დეგრადირებული ადამიანის გამონათქვამები, ეს არის ქართული ოცნების პოზიცია," – აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

"იმის ნაცვლად, რომ ხელებდაკაპიწებული მუშაობდეს ხელისუფლება, ეს ადამიანი დროულად დაბრუნდეს ოჯახში, ახლა დაიწყეს შავი პიარის აგორება. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობს ამ ბინძურ პიარში, არ აქვს უფლება არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს, არამედ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი იყოს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

 

დღის ამბები