02 მაისი 2024,   05:37
ვრცლად
ცოტნე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილმა, უსამართლოდ ჩასვა ციხეში - ირაკლი ღარიბაშვილი

"ყველა კრიმინალი უნდა დაისაჯოს, რა შუაშია აქ პოლიტიკა,"- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც გაიხსენა, რომ ცოტნე გამსახურდია წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ იჯდა ციხეში.

"ყველა კრიმინალი დაისჯება. ვინც ჩაიდინა აღნიშნული კრიმინალი, დანაშაული, ყველა დაისჯება. მაგრამ ცოტნე გამსახურდია თქვენმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა, უსამართლოდ ჩასვა ციხეში. მე ძალიან კარგად ვიცნობ ცოტნეს და თანავუგრძნობ მის ოჯახს. ყველა კრიმინალი უნდა დაისაჯოს, რა შუაშია აქ პოლიტიკა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას უკვე ჩაუტარეს ორი ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე გამოძიება  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები