02 მაისი 2024,   20:07
ვრცლად
პოლიციამ პარლამენტთან ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა

სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობა "შეცვალე" მალხაზ მაჩალიკაშვილსა და გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებს.

აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას და პროტესტის გამოხატვას, სადაც, რამდენიმე დღის წინ, კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება უკანონოა.

დღის ამბები