03 მაისი 2024,   20:24
ვრცლად
ოპოზიცია ფიქრობს, რომ დეკანოზთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ზურაბიშვილს დამოუკიდებლად არ მიუღია

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მართულ პროცესად აფასებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელი არ იყო.

"სალომე ზურაბიშვილი არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ის არის ივანიშვილის მარიონეტი. სწორედ ივანიშვილმა უყიდა მას საპრეზიდენტო სკამი და შესაბამისად დღეს ივანიშვილს სურდეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ იყოს პატიმრობაში, ბუნებრივია რომ ის არ იქნებოდა პატიმრობაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, დეკანოზის არ შეწყალების საკითხს "ქართულის ოცნების" მცდელობას უკავშირებს. ვაშაძის განმარტებით, "ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლების შანსები აღკვეთოს. ვაშაძე ამბობს, რომ ამით "ოცნება" რაღაცის დამალვას ცდილობს.

დღის ამბები