26 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
ომბუდსმენისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეხვედრა ციხეში უკვე სამი საათია გრძელდება

უკვე სამი საათია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება. ნინო ლომჯარია გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასულიერო პირის მოთხოვნით შევიდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, შეწყვეტს თუ არა დეკანოზი შიმშილობას.  

როგორც გიორგი მამალაძის ოჯახი აცხადებს, დეკანოზის  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მედიკამენტოზიური მკურნალობა ამას არ უტარდება, სწორედ ამიტომ დაიწყო შიმშილობა მსჯავრდებულმა დეკანოზმა.

მორატორიუმის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი საშობაოდ პირველად გამოსცა და 5 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის ვერ მოხვდა დეკანოზი მამალაძე.

დღის ამბები