04 მაისი 2024,   18:04
ვრცლად
გაერო სპარსეთის ყურეში სიტუაციის დეესკალაციის ნიშნებს მიესალმება

გაერო სპარსეთის ყურეში სიტუაციის დეესკალაციის ნიშნებს მიესალმება. განცხადებას ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ავრცელებს.

გუტიერეში წერს, რომ მშვიდობა ყველაზე ძვირფასი ღირებულებაა და მსოფლიო თავს კიდევ ერთი ომის უფლებას ვერ მისცემს.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შტატების იერიშს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა, რასაც რამდენიმე დღეში ირანის მხრიდან ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა.

დღის ამბები