26 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
გურიაში ოპოზიციას და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მუზეუმის ეზოში შესვლა უნდათ, რის ნებასაც პოლიცია არ აძლევს. ოზურგეთის ოპოზიცია რეგიონში პრეზიდენტ სალომე ზურაბვიშვილის ვიზიტს პროტესტით შეხვდა. 

"მოღალატე სალომე ზურაბიშვილის გამო გადმოიტანეს კალანდა" - აცხადებენ მუზეუმის წინ შეკრებილი ოპოზიციის წევრები. 

სალომე ზურაბიშვილს გურიაში ამ წუთებში ელოდებიან. ადგილზე უკვე იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.

"კურიერის" ინფორმაციით, გურიაში ამ დროისთვის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი დაპირისპირება ამოწურულია.

დღის ამბები